არ შეწყვეტს ომს გამარჯვებამდე

ისრაელი არ შეწყვეტს ომს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება – გამარჯვებამდე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სხვა რაუნდი არ იქნება. არსებობს ეროვნული კონსენსუსი, რომელიც მოიცავს მთელ ხალხს: უნდა იყოს გამარჯვება – ბრძოლა გაგრძელდება, სანამ მიზნები არ შესრულდება. ეს რთული და სასტიკი ომია და თქვენ იცით, რა რთულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჯარისკაცების სიცოცხლე”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია