ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზაში ბრძოლა გააგრძელოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზას სექტორში ბრძოლა გააგრძელოს.
მისივე თქმით, ისრაელი არ დაასრულებს ომს „ჰამასის“ განადგურებამდე, მძევლების გათავისუფლებამდე და იმის უზრუნველყოფამდე, რომ ღაზას ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი უზრუნველყოფს იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებმა 48 საათში 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს