ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადებოდა – ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ

ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადებოდა, ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ გაშვებულ დრონებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო კვირებში, ისრაელი ირანის მხრიდან პირდაპირი თავდასხმისთვის ემზადებოდა… ჩვენი თავდაცვის სისტემები მზადაა; მზად ვართ ნებისმიერ სცენარისთვის, როგორც თავდაცვის მხრივ, ასევე შეტევის მხრივ. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია. საზოგადოება ძლიერია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან -ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და სხვა მოკავშირეებს ისრაელის გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მკაფიო პრინციპი ჩამოვაყალიბეთ: ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ. საკუთარ თავს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ დავიცავთ და ამას მშვიდად და მონდომებით ვიზამთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო