ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, სანამ ომის ყველა მიზანს არ მიაღწევს

გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში მანამ, სანამ “ჰამასი” არ აღმოიფხვრება და ომის ყველა სხვა მიზანი მიღწეული არ იქნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელის მთავრობის მიზნები მოიცავს ღაზის სექტორში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ეს ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება.
„ვისაც ეჭვი ეპარება ამ მიზნების მიღწევაში, ვიმეორებ: გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არ დავასრულებთ ომს, სანამ არ მივაღწევთ ყველა ამ მიზანს“, – დასძინა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ისრაელს უბიძგებს, ცეცხლის შეწყვეტის სამნაწილიან შეთანხმებას დათანხმდეს, რომელსაც მხარს უჭერს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ეგვიპტე, კატარი და ასევე ევროკომისია.
შეთანხმება მოიცავს რამდენიმე პირობას, მათ შორის ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორის ქალაქებიდან, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ მიწოდებასა და ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას „ჰამასის“ მიერ მძევლებისა და დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცების დაბრუნების სანაცვლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ