ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის დამარცხების წინაპირობად მიიჩნევს ბენი განცის მოთხოვნების შესრულებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, პასუხობს ს ომის კაბინეტის წევრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის მოთხოვნებს და ამბობს, რომ მათი შესრულება ომის დასრულებას და ისრაელის დამარცხებას ნიშნავს. ასევე, „მძევლების მიტოვებას, „ჰამასის“ დატოვებას ხელისუფლებაში და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას“.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ განცის პრიორიტეტი ეროვნული ინტერესებია და არა მთავრობის დამხობა, მან უნდა უპასუხოს სამ კითხვას:
· „სურს თუ არა რაფაჰში ოპერაცია ბოლომდე მიიყვანოს და თუ ასეა, რატომ იმუქრება საგანგებო მთავრობის დატოვებით ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის მიმდინარეობისას?
· ეწინააღმდეგება თუ არა პალესტინის მმართველობას ღაზაში, თუნდაც მასში მაჰმუდ აბასი არ იყოს ჩართული?
· დაუჭერს თუ არა მხარს პალესტინის სახელმწიფოს, როგორც საუდის არაბეთთან ნორმალიზაციის პროცესის ნაწილს?
ნეთანიაჰუს განცხადებით, ის ღაზის სექტორში პალესტინის ხელისუფლების შეყვანის და იქ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგია, რადგან, ეს, მისი შეფასებით, „აუცილებლად იქნება ტერორისტული სახელმწიფო“.
მისივე სიტყვებით, საგანგებო მთავრობა საკვანძოა ომის მიზნების მისაღწევად.
ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი იმუქრება გადადგომით, თუ პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაადგენს ომის შემდგომ გეგმას ღაზას სექტორისთვის. ის მოითხოვს ბენიამინ ნეთანიაჰუმ 8 ივნისამდე ჩამოაყალიბოს ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც შეეხება ღაზის სექტორის საკითხს, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა