– ერდოღანი უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს

ქურთების წინააღმდეგ გენოციდის განმხორციელებელი ერდოღანი უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გაავრცელა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებები “არ განსხვავდება” ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის ქმედებებისგან.
“ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებაში მსოფლიო რეკორდი უკავია, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს…
ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე ზნეობრივი არმიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და ანადგურებს, „ჰამას“-„დაეშს“, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა და ერდოღანი მას ადიდებს და მის უფროს ხელმძღვანელობას სტუმრობს,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება