ბენიამინ ნეთანიაჰუ – დონალდ ტრამპთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების მცდელობებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული შეხვედრა ფოკუსირებული იყო ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების მცდელობებზე.
„ერთი წამითაც არ ვჩერდებით და ეს შესაძლებელია იმ ზეწოლის წყალობით, რასაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები ახორციელებენ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიაღწიოს ყველა თავის მიზანს ღაზაში.
„მივაღწიოთ ყველა ჩვენი მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე გარდაცვლილის, გათავისუფლებას, „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების აღმოფხვრას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს სთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისრაელისა და აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შედეგები და შესაძლებლობები.