ბენიამინ ნეთანიაჰუ დასავლელ ლიდერებს – არ შეიძლება, ერთი მხრივ მხარს უჭერდეთ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და, მეორე მხრივ, ზეწოლას ახდენდეთ ჩვენზე, დავასრულოთ ომი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, დასავლელი ლიდერები, რომლებიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან, ს მიერ განცხადებული ომის მიზნის მიმართ, რომელიც “ჰამასის” განადგურებას ითვალისწინებს, არათანმიმდევრულები არიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მან საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ არ შეიძლება ერთი მხრივ მხარს უჭერდნენ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და მეორე მხრივ ზეწოლას ახდენდნენ ისრაელზე, რომ ომი დაასრულოს.
„არ შეიძლება, ერთი მხრივ მხარს უჭერდეთ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და, მეორე მხრივ, ზეწოლას ახდენდეთ ჩვენზე, დავასრულოთ ომი, რაც გამოიწვევს „ჰამასის“ ლიკვიდაციის თავიდან აცილებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მას შემდეგ აწარმოებს, რაც 7 ოქტომბერს დაჯგუფებამ ქვეყანაზე მოულოდნელი, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რასაც სულ მცირე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე კი – მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ღაზის სექტორის ხელისუფლება აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად 17 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას