ბენიამინ ნეთანიაჰუ დასავლელ ლიდერებს – არ შეიძლება, ერთის მხრივ მხარს უჭერდეთ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და, მეორე მხრივ, ზეწოლას ახდენდეთ ჩვენზე, დავასრულოთ ომი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, დასავლელი ლიდერები, რომლებიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან, ისრაელის მიერ განცხადებული ომის მიზნის მიმართ, რომელიც ჰამასის განადგურებას ითვალისწინებს, არათანმიმდევრულები არიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მან საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ არ შეიძლება ერთი მხრივ მხარს უჭერდნენ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და მეორე მხრივ ზეწოლას ახდენდნენ ისრაელზე, რომ ომი დაასრულოს.
„არ შეიძლება, ერთის მხრივ მხარს უჭერდეთ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და, მეორე მხრივ, ზეწოლას ახდენდეთ ჩვენზე, დავასრულოთ ომი, რაც გამოიწვევს „ჰამასის“ ლიკვიდაციის თავიდან აცილებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მას შემდეგ აწარმოებს, რაც 7 ოქტომბერს დაჯგუფებამ ქვეყანაზე მოულოდნელი, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რასაც სულ მცირე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე კი – მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ღაზის სექტორის ხელისუფლება აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად 17 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: უსამშობლოების სამარცხვინო ვაი-ვიში გამოგონილ რეპრესიებზე, არავის აინტერესებს, როცა კანონი უზენაესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. დააშავე? აგე პასუხი! ჟურნალისტობა თუ პოლიტიკოსობა ე.წ. ინდულგენცია არაა კრიმინალობისთვის

ინგა ჩახვაშვილი: 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც “სისხლით დაგიჭერ” სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს