ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები უნდა შეწყდეს

ს პრემიერ-მინისტრმა, მ შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტებში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერი აქციები დაგმო, სტუდენტებს ანტისემიტები უწოდა და განაცხადა, რომ დემონსტრაციები უნდა შეწყდეს.
„ის, რაც ხდება ამერიკის უნივერსიტეტების კამპუსებში, საშინელებაა. წამყვანი უნივერსიტეტები ანტისემიტურმა ბრბომ დაიკავა. ისინი ისრაელის განადგურებას მოითხოვენ, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებს. ეს უგუნურებაა, ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ზოგიერთი უნივერსიტეტის პრეზიდენტის პასუხი იყო სამარცხვინო და თქვა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს.
„რაც ახლა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვაფასებთ ჩვენს ღირებულებებს და ჩვენს ცივილიზაციას, ერთად დავდგეთ და ვთქვათ, „საკმარისია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, -ში უნივერსიტეტები დაძაბულობა იზრდება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბანაკები მოაწყვეს და უნივერსიტეტს მოუწოდეს, ისრაელთან დაკავშირებული იარაღის მწარმოებლებისგან დისტანცირება მოეხდინათ. პოლიციამ დღემდე ნიუ-იორკში, ტეხასსა და კალიფორნიაში ასობით სტუდენტი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ