ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე თელ-ავივის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი განახლდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსმენის დასაწყისში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც ანტიბიოტიკების მაღალი დოზები დაუნიშნეს და ჩვენების დღის განმავლობაში რეგულარული შესვენებები დასჭირდება.
ცნობისთვის, ნეთანიაჰუ გასულ კვირას სასამართლოში ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდა, რადგან აშშ-ში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!