ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ს პრემიერ-მინისტრმა მ ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა, – ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც, გასულ კვირას ომის კაბინეტი ბენი განცმა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა ღაზაში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა.
მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ომის შესახებ კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტის შემადგენლობაში იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით – ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით