ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

ს პრემიერმინისტრმა, მ ომის კაბინეტი დაშალა. ინფორმაცია გამოცემა The Times of Israel-ს პრემიერმინისტრის ოფისმა დაუდასტურა.
ოფისის განმარტებით, ომის კაბინეტის 11 ოქტომბერს ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლის მენეჯმენტისთვის საგანგებო ვითარების პირობებში შეიქმნა, “დღეს კი საგანგებო ერთიანობის მთავრობის საჭიროება აღარ დგას”.
როგორც The Times of Israel აღნიშნავს, ომის კაბინეტის დაშლა მოსალოდნელი იყო, რადგან ფორუმში დამატებას ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ბენ გვირი ცდილობდა,
კაბინეტის დაშლის შემდეგ ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ბენიამინ ნეთანიაჰუ კონსულტაციებს თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან გაივლის, შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილებას უსაფრთხოების კაბინეტის უფრო ფართო შემადგენლობა დაამტკიცებს. გამოცემა Ynet-ის ცნობით, ბენ გვირი ამ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს.
• განცი მმართველ კოალიციას ტოვებს; ამბობს, რომ ნეთანიაჰუ “რეალურ გამარჯვებას” ხელს უშლის