ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია

ისრაელის პრემიერ-მინისტრ სა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ლიბანში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია.
„პრემიერ-მინისტრმა საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია, რომელიც არ ცვლის ლიბანში უსაფრთხოების ვითარებას და რომელიც მხოლოდ დააბრუნებს მას იქ, სადაც იყო“, – აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ამასთან, ს პრემიერის ოფისმა მანამდე გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის სახელმწიფო გაერო-ს რეზოლუციით შეიქმნა.
„შეხსენება საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა არა გაერო-ს რეზოლუციით, არამედ დამოუკიდებლობისთვის ომში გმირი მებრძოლების სისხლით მიღწეული გამარჯვებით“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ცნობისთვის, ელისეს სასახლეში გამართული დახურული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ „ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა და ახლა გაერო-ს გადაწყვეტილებების უგულებელყოფის დრო არ არის“.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას გაერო-ს მოუწოდა, გაიყვანოს სამხრეთ ლიბანში განლაგებული სამშვიდობო ძალები, რომელიც 700 ფრანგ ჯარისკაცს მოიცავს და განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ მათ ცოცხალ ფარად იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა