: ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ლიდერის სახლი ალყაში მოაქციეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ალყა შემოარტყეს „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარი სახლს.

„მისი სახლი არ არის მისი ციხესიმაგრე და მას შეუძლია, გაიქცეს. მაგრამ ეს დროის ამბავია, ვიდრე ჩვენ მას დავიჭერთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერის თქმით, ისრაელელ სამხედროებს  შეუძლიათ, მიაღწიონ ღაზას ნებისმიერ წერტილს.

ისრაელის პრემიერს არ დაუკონკრეტებია ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სახლის ადგილმდებარეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება