ბენასერი: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

“მილანის” ნახევარმცველმა ისმაილ ბენასერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წელს “როსონერის” მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.
ალჟირელი ფეხბურთელის თქმით, “შავ-წითლები” ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე არა ჯგუფიდან გასვლისთვის, არამედ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
“ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასვლისთვის არ ვთამაშობთ, გასულ წელს ნახევარფინალში გავედით, წელს კი უფრო მეტისთვის ვიბრძოლებთ, ვფიქრობ, ტურნირის მოგება შეგვიძლია”, – განაცხადა ბენასერმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე “მილანი” F ჯგუფში 5 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.