ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა 20 წლამდე ფეხბურთელების ათეული დაასახელა.
რა გასაკვირია და პირველ ადგილზე მადრიდის “რეალისა” და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი გავიდა, მეორე პოზიცია ჯამალ მუსიალამ, მესამე კი გავიმ ირგუნა. ათეული ასე გამოიყურება:
1) ჯუდ ბელინგემი – რეალი
2) ჯამალ მუსიალა – ბაიერნი
3) გავი – ბარსელონა
4) ლამინ იამალი – ბარსელონა
5) ვარენ ზაირ-ემერი – პსჟ
6) ფლორიან ვირტცი – ბაიერი
7) ალეხანდრო გარნაჩო – მანჩესტერ იუნაიტედი
8) რასმუს ჰოილუნი –
მანჩესტერ იუნაიტედი
9) პედრი – ბარსელონა
10) ენდრიკი – პალმეირასი