ბელგრადში ხელახალი არჩევნები ჩატარდება

სერბეთის მმართველი პარტია ბელგრადში ხელახალი მუნიციპალური ს ჩატარებას დათანხმდა.
სერბეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მასობრივი პროტესტისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გასული წლის 17 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის უარყოფითი შეფასებების შემდეგ მიიღო.
ბელგრადის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე საპიჩმა განაცხადა, რომ პარტიას ხელახალი არჩევნების ჩატარების არ ეშინია.
კენჭისყრის თარიღი 30 დღის განმავლობაში უნდა დაინიშნოს. ოპოზიციურმა კოალიციამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე ხელისუფლების თანხმობას დიდი გამარჯვება უწოდა.
ოპოზიცია ხელისუფლებას ბელგრადში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ კენჭისყრის ოფიციალური შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა, ამომრჩეველთა ნებას არ ასახავს.
28 თებერვალს, ეუთო/ოდირმა სერბეთის არჩევნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სერბეთში ჩატარებული ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვა და საარჩევნო ურნებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები