ბელგრადში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, მათი მტკიცებით, დედაქალაქში არჩევნები გაყალბებით ჩატარდა

სერბეთის პროდასავლური ოპოზიციური მოძრაობა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ათასობით მხარდამჭერმა ბელგრადში საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, დედაქალაქში არჩევნები გაყალბებით ჩატარდა და საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება დემოკრატიული მოთხოვნების შესაბამისად. მომიტინგეები ბელგრადის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც სერბეთის რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : “ღალატი”, “არ დავთმობთ არჩევნებს”, “არ დავთმობთ გამარჯვებას”. მედიის ინფორმაციით, მათ საარჩევნო კომისიის შენობა კვერცხები, პომიდვრები და ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს, თუმცა, ორგანიზატორების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ შეჩერდნენ.
ბელგრადის მერობის კანდიდატმა მოძრაობიდან – „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – ვლადიმერ ობრადოვიჩმა განაცხადა, რომ მონაწილეები აქციას „მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე“ გააგრძელებენ.
ბელგრადის საკრებულოს ორმა ოპოზიციურმა კანდიდატმა შიმშილობა გამოაცხადა.
დედაქალაქის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ კოალიციამ ბელგრადის ასამბლეის არჩევნებში ხმების 39.34 პროცენტი მიიღო. პროდასავლურმა ბლოკმა კი – 34.27 პროცენტი. მოძრაობა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ლიდერების მტკიცებით, არჩევნების დროს სხვა ქალაქებიდან დედაქალაქში 40 000-მდე ამომრჩეველი გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)