ბელგოროდზე თავდასხმის გამო, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

ბელგოროდის ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების გამო, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განუცხადა.

„ბელგოროდში მომხდარი ტერაქტი გაეროს უშიშროების საბჭოში სამართალწარმოების საგანი გახდება – რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა“, – აცხადებს ზახაროვა. 

რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდში აფეთქებებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 108 კი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…