ბელგიის ხელისუფლება, ღაზაში განვითარების სააგენტოს ოფისების დაბომბვის გამო, ისრაელის ელჩს იბარებს

ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, ღაზის სექტორში ბელგიის განვითარების სააგენტოს, „ენაბელის“ ოფისები განადგურდა.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაჯა ლაჰბიბმა სოციალურ ქსელში განადგურებული შენობის ფოტოები გაავრცელა და დაწერა : „სამოქალაქო შენობებზე თავდასხმა მიუღებელია“.
მისი თქმით, ბელგიის განვითარების თანამშრომლობის მინისტრი, კაროლინ გენესი ისრაელის ელჩს უწყებაში დაიბარებს.
ისრაელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
„ენაბელის“ ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ მათი უმთავრესი მისია ბელგიის სამთავრობო თანამშრომლობის პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელება და მდგრადი საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა