ბელგიის ქუჩებში ათასობით ადამიანი ისრაელისთვის დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოვიდა

ბელგიის ქუჩებში ათასობით ადამიანი სთვის დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოვიდა, როგორც ბელგიის პოლიცია აცხადებს აქციაზე 9000 ადამიანი იყო შეკრებილი, მათი განცხადებით ისრაელისა და „ჰამასის“ ომის სამხედრო გზით გადაწყვეტის საშუალება არ არსებობს. მათივე თქმით, ისრაელმა უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა მოაწყო ღაზაში და ახლა დროა, ევროპამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა აიძულოს ისრაელი, შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს მიმდინარე ომი.