ბელგიის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი – თქვენ უნდა იყოთ ფოკუსირებული რეგიონში სტაბილურობის ზრდაზე, უნდა იყოთ გამტარი და ასევე, კონცენტრირდეთ ამ გზაგამტარის ირგვლივ დამატებითი ღირებულების მქონე სერვისების განვითარებაზე

ვხედავ გარკვეულ გამოწვევებს, რაც შეიძლება წარმოიშვას და ერთ-ერთი მათგანია სტაბილურობის ზრდის ნაწილში ანუ თქვენ რეალურად უნდა იყოთ ფოკუსირებული რეგიონში სტაბილურობის ზრდაზე, – ამის შესახებ ბელგიის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ ლევერენმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გზაგამტარების ირგვლივ დამატებითი ღირებულების მქონე სერვისები განავითაროს, რათა სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე არ იყოს დამოკიდებული.
„ვხედავ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, გაქვთ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, მუშაობთ სტაბილურ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ასევე, ვხედავ გარკვეულ გამოწვევებს, რაც შეიძლება წარმოიშვას და ერთ-ერთი მათგანია სტაბილურობის ზრდის ნაწილში ანუ თქვენ რეალურად უნდა იყოთ ფოკუსირებულები რეგიონში სტაბილურობის ზედაზე და მეორე – იყო გამტარი, გქონდეს ყველანაირი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ ასევე უნდა კონცენტრირდეთ ამ გზაგამტარების ირგვლივ დამატებითი ღირებულების მქონე სერვისების განვითარებაზე, რადგან სხვაგვარად თქვენ ძალიან დამოკიდებული ხდებით ეკონომიკებზე, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით და ამან შეიძლება მომავალში პრობლემები წარმოშვას“, – განაცხადა ტომ ლევერენმა.