ბელგიის პრემიერმა კვლავ გააკრიტიკა ს აქტივების გამოყენების სქემა

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა კვლავ გააფრთხილა ევროკავშირი, არ იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება ს გაყინული აქტივების გამოყენებაზე უკრაინის დასაფინანსებლად. ამ ცნობას ავრცელებს Euractiv-ი, რომელიც გაეცნო ბელგიის პრემიერის წერილის ტექსტს – წერილის ადრესატია ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი. ამავე წერილს ციტირებს Politico.
ბელგიაში განთავსებულია Euroclear-ის სადეპოზიტო ობიექტი, რომელიც მოიცავს რუსეთის გაყინული აქტივების უდიდეს ნაწილს, რაც საერთო ღირებულებით აჭარბებს 200 მილიარდ ევროს. ევროკომისიის გეგმის თანახმად, ამ სახსრებიდან 140 მილიარდი უნდა მოხმარდეს უკრაინის დახმარებას, ე.წ. სარეპარაციო კრედიტის ფორმით. იურიდიულად, სახსრების კონფისკაცია არ მოხდება, მაგრამ მათ დაბრუნებას რუსეთი შეძლებს მხოლოდ უკრაინისთვის რეპარაციის გადახდის შემდეგ – საიდანაც დააბრუნებს კრედიტს.
როგორც იუწყებიან, თავის წერილში დე ვევერი ამ სქემას უწოდებს “პრინციპულად არასწორს” და სარისკოს ბელგიისთვის. მისი მტკიცებით, სქემა, პირველ რიგში, ავნებს Euroclear-ის რეპუტაციას, რადგან იურიდიული ნიუანსების მიუხედავად, ინვესტორები ამას მაინც მინდობილი აქტივების კონფისკაციად აღიქვამენ. დე ვევერი თვლის, რომ ამან შესაძლოა ინვესტორებს უბიძგოს, გაყიდონ ევროკავშირის ობლიგაციები ან სახსრები გაიტანონ Euroclear-დან – რაც ევროპის ეკონომიკას უქადის პრობლემებს.
დე ვევერი ასევე ვარაუდობს, რომ ამ სქემის ნაჩქარევად შემოღებამ შესაძლოა დააზიანოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები. მისი თქმით, რუსეთის სახსრების გამოყენება შეიძლება ან ახლა უკრაინის მხარდასაჭერად, ან ომის შემდეგ მის აღსადგენად – მაგრამ არა ორივე მიზნისთვის ერთდროულად.
-ის სამშვიდობო წინადადებაში იყო შეთავაზება რუსეთის გაყინული ქონების უკრაინის აღსადგენად გამოყენებაზე, მათ შორის -ის შუამავლობით. შემდეგ იუწყებოდნენ, რომ ამ პუნქტში ცვლილებები შევიდა. მოსკოვი ოფიციალურად კატეგორიული წინააღმდეგია სახსრების კონფისკაციისა და ამ სქემის განხორციელების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.
დე ვევერი პრინციპში არ უარყოფს რუსეთის სახსრების გამოყენებას, მაგრამ იმეორებს თავის პირობებს, რომ პოტენციური იურიდიული და ფინანსური გამოწვევების ტვირთი ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა იკისროს.
მანამდე ევროკომისიაში გამოთქვამდნენ იმედს, რომ დეკემბერში შესაძლებელი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა ე.წ. სარეპარაციო სესხზე. ამას მხარს უჭერდნენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა.
გამოცემა Politico 28 ნოემბერს წერს ევროკავშირის სხვა ქვეყნების უკმაყოფილებაზე ბელგიის პოზიციით. როგორც წყაროები ამბობენ, ბლოკის რამდენიმე სახელმწიფოში გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, როგორ იყენებს ბელგიის ხელისუფლება რუსეთის გაყინული აქტივებისგან მიღებულ გადასახადებს. ისინი ჩივიან გაუმჭვირვალობაზე და მიანიშნებენ, რომ შეთანხმებების შესაბამისად ამ სახსრების ში გაგზავნის ნაცვლად, ისინი შესაძლოა ბელგიის ბიუჯეტში მიდიოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?