ბელგიაში, Naturale 2025-ზე ქართული ღვინო წარადგინეს – რამდენს ვყიდით ამ ბაზარზე?

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Naturale 2025 გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოც იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით განხორციელდა.
“ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი. გამოფენას Naturale 2025 ბელგიელი ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობას იძლევა”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 4 თვის განმავლობაში საქართველოდან ბელგიაში მხოლოდ 45 ლიტრი ღვინო გავიდა, რომლის ღირებულებამ $4 ათასი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 2 ტონა ღვინო, საიდანაც საქართველომ $30 ათასის შემოსავალი მიიღო.
აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ბელგიის ბაზრიდან შემოსავლები 86,6%-მდე შეუმცირდა.
2021-2024 წლებში ბელგიაში გაყიდული ღვინის წლიური სტატისტიკური მონაცემები ასეთია :