ნიდერლანდებმა ბელგიის ბუნების დაცვის ასოციაციას მიჰყიდა ერთი ჰექტარი და 18 აკრი მიწის ნაკვეთი. გარიგებაზე მოლაპარაკებები 10 წელი გაგრძელდა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ნაკვეთი მდებარეობს ბელგიის ქალაქ მაასეიკთან ახლოს. ის გახდება ნაკრძალის ნაწილი, საერთო ფართობით 200 ჰექტარი, რომელიც მდებარეობს როგორც ნიდერლანდებში, ასევე ბელგიაში. ასოციაციამ მიწა 30 ათას ევროდ იყიდა. მიწა საჭირო იყო ნაკრძალში მცხოვრები გალოვეის ჯიშის ძროხებისთვის შესაფერისი პირობების უზრუნველსაყოფად.
