ბელგიამ გამოძიება დაიწყო ევროკავშირის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ 12 აპრილს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ივნისის საერთოევროპულ არჩევნებში ს შესაძლო ჩარევის საკითხზე და თქვა, რომ მისი ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა არსებობა ქსელისა, რომელიც ცდილობს უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას.
დე კროომ, რომლის ქვეყანა ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, თქვა ასევე, რომ „მიზანი სრულიად ცხადია: უკრაინის დახმარების შესუსტება რუსეთს ემსახურება ბრძოლის ველზე და ეს რეალური მიზანი გასულ კვირაში გამოვლინდა“.
ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ