ბელა ბერკემერ-მახარაძე: ეს ის გერმანელი ბიჭია ძვირფასებო, რომლის ნამღერმა ქართველ მსმენელთა გული დაიპყრო, ნახევარ მილიონ ნახვამდე ავიდა (ვიდეო)

“ეს ის გერმანელი ბიჭია ძვირფასებო (ჩემი მულისშვილი-იონთე ფელდჰოფი), რომლის ნამღერმა მენატრებიმ, ჯერ კიდევ წლების წინ ქართველ მსმენელთა გული დაიპყრო, ნახევარ მილიონ ნახვამდე ავიდა და ათასობით თბილი კომენტარიც დაიმსახურა😊🤗
☝️ეს ის ვაჟკაცია, რომელმაც 24 წლის წინ, თავისი ბიძიას ქორწილში, ქართველი ბიცოლას დანახვაზე თვალები ფართოდ დაჭყიტა და აღფრთოვანებულმა წამოიძახა, რომ ახლა მან იცის, თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი პრინცესა😆
ხოდა გირჩევთ, 15 თებერვლის საიუბილეო საღამოზე ჩვენი ერთად ნამღერი მენატრებიც ბოლომდე მოისმინოთ და ისიამოვნოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, ცუდ განწყობას პოზიტივით ჩაგინაცვლებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ბელა ბერკემერ-მახარაძე; გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს