ბელარუსში ხელი მოაწერეს კანონს პრეზიდენტისთვის სამუდამო გარანტიების თაობაზე

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც მკვიდრდება ახალი გარანტიები რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის – მათ შორის მისი გადადგომის შემდეგ – და ასევე მკაცრდება მოთხოვნები ამ პოსტის კანდიდატებისთვის.
დოკუმენტი ანიჭებს სამუდამო ხელშეუხებლობას ყოფილ პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს. ტექსტის თანახმად, სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა არ შეიძლება პასუხო აგოს მოქმედებებზე, რომლებიც მისი უფლებამოსილების განხორციელებასთანაა კავშირში.
კანონი პრეზიდენტს გადადგომის შემდეგ უფლებას აძლევს გახდეს ბელარუსის სახალხო კრების დეპუტატი და პარლამენტის ზედა პალატის წევრი სიცოცხლის ბოლომდე. მას სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება თანხა, რომელიც იქნება მოქმედი პრეზიდენტის ხელფასის ოდენობის, გარანტირებული ექნება სამედიცინო უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვა, თანაშემწეთა მომსახურებით სარგებლობა და წვდომა სამთავრობო ქსელებთან.

ასევე დაგაინტერესებთ