ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართება

ბელარუსში საპრეზიდენტო 2025 წლის 26 იანვარს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ბელარუსის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იგორ კარპენკოს განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია „საარჩევნო კამპანიის დასაწყებად მზადაა“.
შეგახსენებთ, 2020 წელს ბელარუსში არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დაკავებულთა ნაწილი დღემდე ბელარუსის ციხეებში იმყოფება. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა 80%-ის ხმები მიიღო, ევროკავშირმა არ აღიარა.