ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში პარლამენტის ქვედა პალატისა და ადგილობრივი საბჭოების დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დილის 9:00 საათისთვის აქტივობამ 43.64 პროცენტს მიაღწია.
ბელარუსში დაგეგმილია ადგილობრივი საბჭოების 12 514 დეპუტატის და პარლამენტის ქვედა პალატის 110 დეპუტატის არჩევა ხუთი წლის ვადით.
ქვეყანაში 5 411-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. ამომრჩეველთა სიაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 6.9 მილიონი ადამიანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: წარმოიდგინე ექვს მილიარდს დებ ქვეყანაში, იყოს ექვსი მილიონი, ჯანდაბას, ექვსი ათასი… და დაგუგლე და გაირკვა რომ ამ ქვეყანაში კორუფციისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებით დაიჭირეს ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი…