ბელარუსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელარუსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
„ბელტას“ ცნობით, გომელის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში 2-4 აპრილს, გომელის ოლქის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, როგაჩოვისა და კორმიანსკის რაიონების ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად სამხედრო სწავლება გაიმართება.
სამხედრო სწავლების მიზანს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესასრულებლად ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნის შეფასება და თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად პერსონალის მომზადება წარმოადგენს.
გომელის ოლქის გარდა მსგავსი ტიპის სამხედრო სწავლება გროდნოს ოლქის ვორონოვსკის რაიონშიც ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა