ბელარუსმა პოლიტპატიმრები მათ შორის ოპოზიციის ლიდერი სიარჰეი ციხანოვსკი გაათავისუფლა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შაბათს, -ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე პატიმარი შეიწყალა.
ამის შესახებ Euronews-ს ბელარუსის ოპოზიციურმა წყაროებმა განუცხადეს.
კიტ კელოგი ამ კვირის დასაწყისში ბელორუსს ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებისთვის ეწვია.
გათავისუფლებულებს შორისაა ბელორუსიის ოპოზიციის დევნილი ლიდერის, სვიატლანა ციხანოვსკაიას მეუღლე, სიარჰეი ციხანოვსკი.
ლუკაშენკოს რეჟიმმა ის 2020 წელს დააკავა, როგორც მაშინდელი ბელორუსიის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და ლუკაშენკოს ოპონენტი.
გასული წლიდან მოყოლებული, ლუკაშენკო რეგულარულად იწყალებს მთავრობის კრიტიკოსთა მცირე რაოდენობას, რასაც ანალიტიკოსები დასავლეთსა და ბელარუსს შორის დაძაბულობის შემსუბუქების მცდელობად აღიქვამენ.
2025 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ლუკაშენკომ შეიწყალა ექსტრემიზმისთვის მსჯავრდებული პატიმრები და განაცხადა, რომ ეს იყო „ჰუმანური ჟესტი“ მათ მიმართ, ვისაც „გზა აებნა“.
ორი წყაროს ცნობით, კელოგმა პირად საუბრებში განაცხადა, რომ მინსკში ვიზიტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, რომლებიც მიზნად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულებას ისახავს.
მანამდე, ოპოზიციის ემიგრანტმა ლიდერმა სვიატლანა ციხანოვსკაიამ Euronews-ს განუცხადა, რომ ლუკაშენკოს „ნდობა არ შეიძლება“ და ბელარუსი მოლაპარაკებების ადგილი არ არის, რადგან ლუკაშენკო თავად „ამ ომის ნაწილია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)