ბელარუსი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა

ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ორგანიზაციაში ბელარუსის მიღების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერით დაიწყო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ძვირფასო სახელმწიფოს მეთაურებო, მიღებულია გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის შესახებ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 3 და 4 ივლისს იმართება ლოზუნგით „მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერება – მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისკენ სწრაფვა“. სამიტის მონაწილეები 24 ერთობლივი დოკუმენტის პაკეტის ხელმოწერას, ასევე საბოლოო დეკლარაციისა და განცხადების მიღებას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ