ბელარუსი გეგმავს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად

ბელარუსი პარასკევს გამოვიდა ინიციატივით მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომელიც უკრაინის ს მიერ ოკუპირებული რეგიონების ენერგომომარაგებას შეძლებს.
პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ეს გეგმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს წარადგინა. პუტინმა, როგორც ჩანს, საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ იდეას.
ლუკაშენკამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ატომური ელექტროსადგური შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ კონტროლირებადი რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის – მომარაგებისთვის.
ბელარუსმა თავისი პირველი ატომური ელექტროსადგური 2020 წლის ნოემბერში გახსნა. ის რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაცია „როსატომმა“ მოსკოვის მიერ გაცემული 10 მილიარდი დოლარის სესხით ააშენა.
პუტინს პარასკევის შეხვედრაზე არ დააკონკრეტა, უზრუნველყოფს თუ არა რუსეთი მეორე ატომური ელექტროსადგურის ფინანსურ მხარდაჭერას.
ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავს, კრემლის ახლო მოკავშირეა. მან რუსეთს ნება დართო, ბელარუსიის ტერიტორია 2022 წლის თებერვალში უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის გამოეყენებინა, მოგვიანებით კი რუსეთს თავის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული რაკეტების განლაგების უფლება მისცა.
ფორუმი