ბელარუსის სასამართლომ ევროსაბჭოს ვებსაიტი “ექსტრემისტულად” გამოაცხადა

მინსკის პარტიზანსკის რაიონულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს ოფიციალური ვებსაიტი „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრმა „ვიასნამ“ გაამახვილა ყურადღება.
„ექსტრემისტული“ ორგანიზაციების სიაში ასევე შეიტანეს რუსული გამოცემა SOTAvision-ის არხი YouTube-ზე და ვებსაიტი Mogilev.media.
ევროკავშირმა ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები შემოიღო 2020 წელს მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ ფართო მასშტაბის რეპრესიები დაიწყო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებისა და იმათ მიმართ, ვინც არ ეთანხმებოდა ქვეყნის ხელმძღვანელობას. ამ დევნის შედეგად ათასობით ადამიანი დააპატიმრეს. „ვიასნას“ ცნობით, 2020 წლიდან 7840-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით.
სანქციების მეორე ტალღა დაიწყო ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ოფიციალურად ბელარუსის არმია არ მონაწილეობს ს ომში უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსეთის ჯარებს ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტისა და დროებითი განლაგების უფლება მისცა. 2024 წლის სექტემბერში ევროპარლამენტმა დაგმო ლუკაშენკას მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ბავშვების ევაკუაციაში და მოუწოდა ჰააგაში მოქმედ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გაეცა მისი დაპატიმრების ორდერი.
ფორუმი