ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო, ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, გადაიდო იმ თვითმფრინავის რეისიც, რომლითაც კიასტუტის ბუდრისი და ანდრიუს კუბილიუსი მგზავრობდნენ

ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო, ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, რამაც 1100-ზე მეტი მგზავრი დააზარალა, – ინფორმაციას მედია ლიეტუვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო სივრცის შეზღუდვა ხუთშაბათს საღამოს ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
წინასწარი ინფორმაციით, ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან 10-მდე ობიექტი შეფრინდა.
აეროპორტებმა განაცხადეს, რომ ოთხი რეისი გაუქმდა, ექვსის დაშვება და გაფრენა კი დაგეგმილ დროს ვერ მოხერხდა.
შეფერხებულ ავიარეისებს შორის იყო ბრიუსელიდან ჩაფრენილი რეისი, რომელშიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი და ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი იმყოფებოდნენ.
ბოლო კვირების განმავლობაში ლიეტუვაში ბელარუსიდან გაშვებული ამინდის ბუშტების არაერთი შეფრენა დაფიქსირდა, შესაბამისად, ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტები დახურა. თუმცა, ოთხშაბათს, ლიეტუვის მთავრობამ მათი დაგეგმილზე ადრე გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და მედინინკაისა და შალჩინინკაის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობა ხუთშაბათს, შუაღამისას განახლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას – ასევე, მოგმართავთ პროკურორებს: პასუხს აგებთ

ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პროცესზე – აქ რა მინდა, არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია – ცოტნე მირცხულავასა და ლუკა ჭოხონელიძის დაკავების კადრებს ვიღებდი, როცა გავიგონე ლაშა სალუქვაძის წამოძახილი: „ეგეც მიაყოლეთო“