ბედნიერ და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ – გერმანიის ელჩი საქართველოში

ბედნიერ და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩი საქართველოში წერს და ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ბედნიერი აღდგომა ყველას, ვისაც დღეს აღნიშნავს. ქრისტე აღდგა. მისი გზა მშვიდობის, სიმართლისა და არაძალადობის გზა იყო. დაე, ჩვენი გზაც ასეთი იყოს. ქრისტე აღდგა! ბედნიერ და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ!”, წერს X-ზე გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი.