„ბახმუტზე უარესი“ – ვიტალი ბარაბაშის განცხადებით, ოკუპანტები არ წყვეტენ დანგრეული ავდიივკის აღების მცდელობას

„ბახმუტზე უარესი“ – ვიტალი ბარაბაშის განცხადებით, ოკუპანტები არ წყვეტენ დანგრეული ავდიივკის აღების მცდელობას
ავდიივკაში ნგრევის მასშტაბებმა გადააჭარბა ბახმუტს. ამჟამად ოკუპანტები უკრაინის ქალაქის ასაღებად დიდ ძალებს აგზავნის, – ამის შესახებ ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ავდიივკა გარეგნულად უკვე უახლოვდება მარიინკას, შეგახსენებთ, რომ მარინკა არის დასახლება, რომელიც პრინციპში აღარ არსებობს, იქ არც ერთი შემორჩენილი შენობა ან ნახევრად ნაგებობა არ არის. ავდიივკა უახლოვდება ამ მდგომარეობას“, – აღნიშნა ბარაბაშმა.
მისი თქმით, ყოველდღე ოკუპანტი ქალაქს თავს ესხმის და მასიურად ბომბავს.
ბარაბაშმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მართლაც დიდ ძალებს აგზავნის ავდიივკას ასაღებად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ