ბაჩო დოლიძე – საქართველოში რუსული იდეა ვერ ითარეშებს, გამორიცხულია

არჩევნების დღეს უნდა მიხვიდე და გადახაზო რუსული ხელისუფლება – არ არსებობს, რუსული იდეა ვერ ითარეშებს! გამორიცხულია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ხელკეტებით უსწირდებოდნენ ბავშვებს, გოგოებს.
“არ ვიცი, რაში სჭირდებოდათ ამ ბავშვების ცემა ასე გამეტებით. ჩემს თვალწინ განვითარდა მოვლენები, პარლამენტის უკან როგორ გადმოხტნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები რეზინის ტყვიებით. რეზინის ტყვიები არ უსროლიათ, მაგრამ დამიზნებით წამოვიდნენ პროვოკაციაზე, შემდეგ ხელკეტებით უსწირდებოდნენ ბავშვებს, გოგოებს. არ ვიცი, რაში დასჭირდათ ამ ბავშვების არ დაჩაგვრა. პასუხს გავცემთ, ფორმებთან დაკავშირებით ვიფიქრებთ ეს იქნება აქცია, თუ არჩევნების დღე, კალმით უნდა მიხვიდე და გადახაზო რუსული ხელისუფლება. პარტიებთან გვექნება კომუნიკაცია, არსებობს საორგანიზაციო ჯგუფი, გეგმაზე შევჯერდებით. საბოლოო ჯამში, იმას, რაც დღეს ხდება ორგანიზება არ სჭირდება, ეს არის ბუნებრივი პროტესტი რუსეთზე. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოში, არ არსებობს, რუსული იდეა ვერ ითარეშებს! გამორიცხულია”,-აღნიშნა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ