ბაჩო ახალაია, რომელიც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა – უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მისვლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეუძლოდ ყოფნას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია -ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე 13:00 საათზე მივიდა და მას შემდეგ უწყებაში იმყოფება.
-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს