ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა გამოკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა
“ძირითადი კითხვა იყო რაღაცა ტყეში რო ამოთხარეს კადრები, ამ კადრებთან, იმ იარაღთან დაკავშირებულ პირთან, ჩვენ, როგორც მაყურებელს გვახსოვს, ბ.ჭ. იყო ასეთი ნახსენები – ბიძინა ჭორვილელიო მერე, ამიტომ დამამახსოვრდა კარგად. ეს ყოფილა ვინმე ბესო კი არა, ბექა ჭულუხაძე, აინტერესებდათ თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, რაიმე გადაკვეთა. თუ მქონდა ნანახი TV იმედის სიუჟეტი და ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ არ ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს… ასევე აინტერესებდათ, თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს და ესეც ძალიან სასაცილო კითხვა არი, იმიტომ რომ ათასჯერ ვთქვით, რომ პაატა ბურჭულაძე არი ჩვენი ოჯახის ნათესავი. ჩემი შვილის ნათლია არი მისი შვილი… აინტერესებდათ ვიცნობ თუ არა მურთაზ ზოდელავას… მაგას ვეკითხებოდი ახლა გამომძიებელს, რომ რომელ ტვინში დაიბადა, ვის დაებადა კითხვა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაცა ამოთხრილ იარაღთან, თუმცა იქვე დავუფიქსირე, რომ მე არ მჯერა არანაირი სუს-ის ასეთი დადგმული სპექტაკლების” | თქვა ნადარეიშვილმა სუს-ის დატოვების შემდეგ [სტილი დაცულია]
სუს-მა 5 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების სამალავი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე, “დივერსიული აქტებისთვის” უნდა გამოეყენებინათ – უწყების ცნობით, ძებნა გამოცხადდა ერთ პირზე, ბ.ჭ-ზე