ბაჩიაშვილის თანამესაკნის მამიდაშვილი: მამაჩემს 10 წელია კონტაქტი არ ჰქონია კახისთან, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის ინფორმაცია სარწმუნო იყოს. შეიძლება წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია „ტვ პირველს“ მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, დააბნიეს ადამიანი, ჟურნალისტი კითხვებსაც თვითონ სვამდა და პასუხებსაც თვითონვე იძლეოდა

ბაჩიაშვილის თანამესაკნის მამიდაშვილი: მამაჩემს 10 წელია კონტაქტი არ ჰქონია კახისთან, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის ინფორმაცია სარწმუნო იყოს. შეიძლება წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია „ტვ პირველს“ მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, დააბნიეს ადამიანი, ჟურნალისტი კითხვებსაც თვითონ სვამდა და პასუხებსაც თვითონვე იძლეოდა
„ტვ პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში გიორგი ბაჩიაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე მსჯავრდებულის, კახი მეტრეველის, მამიდაშვილი, ქეთი ყანჩაველი ამხელს. როგორც ქეთი ყანჩაველი აცხადებს, მამამისისგან, რომელსაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მანიპულაციური გზით არასწორი ინფორმაცია მოიპოვა და გაავრცელა.
ქეთი ყანჩაველის განმარტებით მამამისს ცოლის ძმისშვილთან 10 წელზე მეტია, რაც კონტაქტი არ ჰქონია.
„სრულიად არაადეკვატურია ეს სიტუაცია, მამაჩემს 10 წელია კონტაქტი არ ჰქონია, არც ციხეში უნახავს, არც დაკავშირებია. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის ინფორმაცია სარწმუნო იყოს, როდესაც კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია და გამოიყენო ეს ადამიანი ამ ინფორმაციის მტკიცებულებად, ეს ხომ სრულიად მიუღებელია“,- აცხადებს ქეთი ყანჩაველი.
ქეთი ყანჩაველი არ გამორიცხავს, რომ „ტვ პირველმა“ წინასწარ იცოდა მამამისის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და სწორედ ამიტომ ჩაწერეს ის. მისივე თქმით, აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ მამამისის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის ღრმა დეპრესიაშია.
„შეიძლება, რომ ადამიანთან 10 წელია კონტაქტი არ გქონია, მოდიან და შენ გეკითხებიან ინფორმაციას და მით უმეტეს ასეთ რამეს. ასე მოულოდნელად დაგვადგნენ თავს, შეიძლება წინასწარაც ჰქონდათ ინფორმაცია მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, უსვამდნენ უამრავ შეკითხვას, დააბნიეს ადამიანი, რამაც შემდგომ გავლენა მოხდინა მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟურნალისტი კითხვებსაც თვითონ სვამდა და პასუხებსაც თვითონ იძლეოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც უნდოდათ ის ინფორმაცია გააჟღერეს სიუჟეტში. ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე.
ამ ყველაფრის შემდეგ მამაჩემის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა არის ღრმა დეპრესიაში, საჭმელსაც აღარ ჭამს, ხალხს აღარ ეკონტაქტება. ისედაც ჰქონდა ეს პრობლემები და ამ სიტუაციამ ძალიან დაამძიმა“,- აცხადებს კახი მეტრეველის მამიდაშვილი.
„ტვ პირველმა“ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა კახი მეტრეველთან დაკავშირებით, როდესაც არა იდენტიფიცირებადი პირი ჩაწერეს, როგორც მსჯავრდებულის მეზობელი და მასზე დაყრდნობით გააჟღერეს ინფორმაცია თითქოს კახი მეტრეველი ციხეში ე.წ მაყურებელია, რაზეც ქეთი ყანჩაველმა განაცხადა, რომ მის ბიძაშვილს აღნიშნულ მისამართზე არასოდეს უცხოვრია, შესაბამისად მეზობლებს აღნიშნული ინფორმაცია ვერ ექნებოდათ.
„რას ჰქვია „მაყურებელია“, რატომ აკეთებენ ამაზე აქცენტს ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გაოგნებული ვარ ამ თემით, ერთი ჩვეულებრივი პატიმარია, რომელიც აგვისტოში გამოდიოდა. არ ვიცი ეს მეზობელი საერთოდ ვინ ალაპარაკეს. საერთოდ რამდენად რეალურია, რამდენადაც აქ კახის არავინ არ იცნობს, აღნიშნულ მისამართზე კახი 10 წელია კი არა მანამდეც არ გამოჩენილა. ოდესღაც, ბავშვობაში რეგისტრაციის მისამართი იყო და მას შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა. როგორ უნდა ეთქვათ აღნიშნული ინფორმაცია?!“- აცხადებს ქეთი ყანჩაველი.