ბაღდადში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ცოტა ხნის წინ, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამძებრო ოპერაციის არეალი გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულებს ახლა საცხოვრებელი ეზოების გარდა მდინარის კალაპოტშიც და მიმდებარე ტერიტორიებზეც ეძებენ მაშველები. მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე დაკარგულების უსაფრთხოების გამო არ შეჰყავთ.