ბაღდადში აშშ-ს საელჩოს დრონებითა და რაკეტებით თავს დაესხნენ, 1 დრონი კომპლექსში ჩამოვარდა

სამშაბათს, დილის საათებში, ახლო აღმოსავლეთში საჰაერო იერიშები გაგრძელდა, რის ფარგლებშიც თავს დაესხნენ ბაღდადში მდებარე აშშ-ს საელჩოსა და სასტუმროს, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დროებით საჰაერო სივრცე დახურა ნავთობის ობიექტებზე იერიშების გამო.
CNN-ის მიერ გადამოწმებული ვიდეოსა და ერაყელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ერაყის დედაქალაქში დრონების სამიზნე გახდა აშშ-ს საელჩო და ალ-რაშიდის სასტუმრო. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, თუ როგორ იგერიებენ საჰაერო თავდაცვის სისტემები საელჩოს სიახლოვეს მფრინავ დრონს.
BBC წერს, რომ დრონის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა სასტუმროში, რომელიც ბაღდადის გამაგრებულ მწვანე ზონაში მდებარეობს.
ამასთან, უსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსანმა AFP-ს განუცხადა, რომ “[აშშ-ს] საელჩოს სამმა დრონმა და ოთხმა რაკეტამ შეუტია, და, სულ მცირე, ერთი დრონი [საელჩოსი კომპლექსის] შიგნით ჩამოვარდა.”
თვითმხილველებმა გამოცემა Reuters-ს აცნობეს, რომ აშშ-ს საელჩოს მიმართულებით გაშვებული, სულ მცირე, სამი დრონი დაინახეს. Reuters-ის ცნობით, მათგან ორი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, თუმცა, მესამე დრონი საელჩოს კომპლექსის შიგნით ჩამოვარდა.
ერაყულმა წყაროებმა AFP-სთან საუბრისას ასევე თქვეს, რომ ეს “ყველაზე ინტენსიური თავდასხმა იყო იერიშების დაწყების შემდეგ”.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია