ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტმა მუშაობა განაახლა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვა, მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლდა.
ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა.
„ხაზი, რომელიც არის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, ჩვენს ქვეყანაში მოვიდა. ჩვენი პირველი მატარებელი ექსპორტით უკვე გაემგზავრა აზერბაიჯანში, BTK სარკინიგზო ხაზი გაზრდის ზანგეზურის დერეფნის ეფექტურობას,“ – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
მისივე თქმით, BTK-ით დღემდე 1 მილიონ 470 ათასი ტონა ტვირთია გადაზიდული. „საშუალოვადიან პერსპექტივაში იგეგმება წელიწადში 200 მატარებლის გადაყვანა, გრძელვადიან პერსპექტივაში – 1.5 ათასი მატარებლის გადაყვანა და თურქეთსა და ჩინეთს შორის ტვირთის მიწოდების დროს 10 დღემდე შემცირდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
829 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც თურქეთს ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით აკავშირებს, 2023 წლის მაისში დაიხურა.

ასევე დაგაინტერესებთ