ბაქოს SPUTNIK-ის ოფისში, სავარაუდოდ, “ფსბ”-ს ორი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.
30 ივნისს აზერბაიჯანელი სამართალდამცავები რუსული პროპაგანდისტული მედიის ოფისში ჩხრეკის მიზნით შევიდნენ.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს, ეკატერინბურგში რუსი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული რეიდის შედეგად აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დაიღუპა.
