,,ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე, როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ” – სააკაშვილის წერილი

თეა წულუკიანს პასუხობს, წერილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა:
,,საზოგადოების შეხსენებაზე, ღალატის კომისიის თავმჯდომარის მამის მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენებზე, წულუკიანმა ხელი ისევ ჩემი პრეზიდენტობისკენ გამოიშვირა და განაცხადა რომ ჩვენ დროს მეტი ხალხი მოკლეს ვიდრე მამამისმა.
ჯერ ერთი მე წინააღმდეგი ვარ ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გავრცელების, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თუკი რამეს ჰგავს ღალატის კომისიის შეკრებები, ეს არის საბჭოთა ტროიკა, რომელსაც გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები.
იმ ხალხს, ვისაც მეხსიერების ჩიპების გამოცვლას უპირებენ, მინდა მოვუყვე, რომ ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე, როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.
სწორედ მე დავარწმუნე შევარდნაძე, დათანხმებულიყო ევროპის საბჭოს მოთხოვნას და სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის წინადადებით შემოსულიყო პარლამენტში და უკვე იქ ბიუროს სხდომაზე, მე ყველასთვის მოულოდნელად შევუცვალე ამ კანონპროექტს სახელი და დავარქვი ” კანონი სიკვდილით დასჯის სამუდამო გაუქმებაზე საქართველოში”. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ჯონი ხეცურიანმა კი თავის თავზე აიღო პრეზიდენტის ვეტოს თავიდან აცილება.
უფრო მოგვიანებით, პრეზიდენტობის დროს, მე და დათო საყვარელიძემ, ყველანაირი ხერხის გამოყენებით, მალაიზიას გამოვგლიჯეთ სიკვდილით დასასჯელად განწირული ორი ქართველი ქალბატონი.“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს