“ბატონ ვაშაძეს ვურჩევ, რომ თუ სარკეში იყურება და თავის თავი არ მოსწონს, სარკეს ნუ ერჩის – თმა გაისწოროს” –

ოპოზიციის ნაწილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს NDI-სთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიის გამო აკრიტიკებს.
“საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევაში მათთვის მოსაწონი შედეგები რომ ყოფილიყო, რეაქცია სრულიად საპირისპირო იქნებოდა.
“მაგათ რა არ მოსწონთ, იცი?! არაფერი არ მოსწონთ, რაც მათთვის მისაღები არ არის – ესაა რეალობა. თუ იქნებოდა იქ ისეთი ციფრები, რომელიც მათთვის მოსაწონი იქნებოდა, ზეცაში აიყვანდა. რაღაც არ მოეწონა – ამიტომ თქვა, რომ სისულელეა. საბოლოო ჯამში, ერთ რაღაცას უნდა შეეგუონ და გაიაზრონ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დრო წავიდა,”- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
დაუშვილის მოსაზრებას იზიარებს “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილიც და გიორგი ვაშაძეს კვლევების გათვალისწინებასა და შეცდომების გამოსწორებას ურჩევს.
“ბატონ ვაშაძეს ვურჩევ, რომ თუ სარკეში იყურება და თავის თავი არ მოსწონს, სარკეს ნუ ერჩის – თმა გაისწოროს (ამას, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ). საკუთარ შეცდომებს მიხედოს, ან იმ პარტიის შეცდომებს მიხედოს, რომელთანაც კოალიციაშია. კვლევები გაძლევს იმის საშუალებას, რომ გაიაზრო, გააანალიზო, შენი შეცდომები დაინახო და უკეთ დაგეგმო სხვა რამ. კვლევას და NDI-ის და IRI-ს კი არ უნდა ეჩხუბო, არამედ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანო,”- აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს