ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია – პრემიერი

მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის კომუნიკაციას შეეხებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ტიპის რჩევა მისცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურს, პრემიერმა ასე უპასუხა:
„რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით, ბატონი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და სწორედ, ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში – ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით